Jump to content
Planeta.Ge

ოჯახში ძალადობის ბრალდებით რენატა ბეგიაშვილის ქმარი დააკავეს


საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს რენატა ბეგიაშვილის ქმარი.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა 22 აპრილს ქალზე ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც, სახის არეში მიაყენა დაზიანებები.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 25 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126  პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა. 

უწყების თქმით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.


24 აპრილს რენატა ბეგიაშვილმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოსთან ერთად, ქალი ჰყვებოდა, რომ მასზე ქმარმა იძალადა.

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...