Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - სი ძინპინთან უკრაინისთვის სამართლიან და მყარ მშვიდობაზე ვისაუბრეთ - არანაირი მშვიდობა არ შეიძლება იყოს ტერიტორიული კომპრომისების ხარჯზე


უკრაინისთვის სამართლიან და მყარ მშვიდობაზე ვისაუბრეთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

“ერთსაათიანი საუბრის დროს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხების მთელი კომპლექსი განვიხილეთ. განსაკუთრებული ყურადღება უკრაინისთვის სამართლიანი და მყარი მშვიდობის დამყარებისთვის შესაძლო ურთიერთქმედების გზებს დავუთმეთ.

უკრაინელ ერზე მეტად მშვიდობა არავის არ სურს. ჩვენ მიწაზე ვართ და ჩვენი მომავლისთვის ვიბრძვით, თავდაცვის განუყოფელ უფლებას ვიყენებთ. მშვიდობა სამართლიანი და მყარი უნდა იყოს, საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და გაეროს ქარტიას უნდა ეყრდნობოდეს.

არანაირი მშვიდობა არ შეიძლება იყოს ტერიტორიული კომპრომისების ხარჯზე. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა 1991 წლის საზღვრებში უნდა აღდგეს”, - წერია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ საუბრისას მან და სი ძინპინმა უკრაინულ-ჩინური პარტნიორობის გამყარების გზებიც განიხილეს, ვინაიდან რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე ჩინეთი უკრაინის მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო.


იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...