Jump to content
Planeta.Ge

სილვიუ დომენტე - ვიდრე პროტოკოლი და გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, სახელმწიფომ ვალდებულება აიღო, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს ყველა სხვა სერვისი მიეწოდებათ


ვიდრე გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, სახელმწიფომ ვალდებულება აიღო, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს ყველა სხვა სერვისი მიეწოდებათ. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ აქონდროპლაზიასა და მედიკამენტ “ვოსორიტიდის” თაობაზე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ხელისუფლებამ ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. პირველი, იშვიათ დაავადებებზე მათ საბჭო შექმნეს, რომელსაც ხელმისაწვდომი მონაცემების ანალიზი და კლინიკურ გამოყენებაზე და კომპენსაციაზე გადაწყვეტილების მიღება ევალება.

მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის ის, რომ მთავრობამ [მედიკამენტის] მწარმოებელთან მოლაპარაკებების ინიცირება მოახდინა, მაგრამ ეს კონფიდენციალური მოლაპარაკებებია, ამიტომ არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ის, რა შედეგი ექნება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მოლაპარაკებები ინიცირებულია.

პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი შეიძლება იყოს, მაგრამ ხელისუფლება, საბჭო და ექსპერტები არ აპირებენ მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილებისთვის ლოდინს. დღეს მოვისმინეთ, რომ ექსპერტებმა უკვე დაიწყეს ასეთი მკურნალობისთვის კლინიკურ პროტოკოლზე მუშაობა. ვიდრე პროტოკოლი და გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, სამინისტრომ, მთავრობამ, პარლამენტმა ვალდებულება აიღო, რომ ამ ბავშვებს ყველა სხვა საჭირო სერვისი მიეწოდებათ. ეს არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სხვა პროცედურებსაც ეხება, მათ შორის სხვა ქვეყნებში- ევროკავშირში, აშშ-ში, იაპონიაში. მაგალითად, ქირურგიულ პროცედურებს, ჰორმონალურ პროცედურებს.

გადაწყდა, რომ ბავშვები კომპლექსურად იქნებიან გამოკვლეული და მათ ამ გართულებებისთვის პროცედურებს შესთავაზებენ”, - განაცხადა დომენტემ.

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...