საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
26-28 აპრილს, საქართველოს ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პოლონელ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა, როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის.
„ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს.
ასევე, ზბიგნევ რაუს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და მემორიალს გვირგვინით შეამკობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.