Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლებას აღარ ჰყავს დასავლეთში პარტნიორი, რომელიც მას ენდობა, პარტნიორების წინააღმდეგ შტურმით ანადგურებს წლების განმავლობაში მიმდინარე ურთიერთობებს


ხელისუფლებას აღარ ჰყავს დასავლეთში პარტნიორი, რომელიც მას ენდობა, პარტნიორების წინააღმდეგ შტურმით ანადგურებს წლების განმავლობაში მიმდინარე ურთიერთობებს, - ამის შესახებ „საქართველოსთვის" წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც ირაკლი ღარიბაშვილის შარლ მიშელთან შეხვედრას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ამ შეხვედრით კმაყოფილია, თუმცა, მიშელის განცხადება საწინააღმდეგოზე მეტყველებს.

„ხელისუფლების წარმომადგენლების, პრემიერ-მინისტრის მხრიდან მოვისმინეთ, რომ ფანტასტიკური შეხვედრები ჰქონდათ შინაარსობრივად და ძალიან კმაყოფილები არიან მაშინ, როცა შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმილი პროცედურებიც გაუქმდა და პირდაპირ ვნახეთ მოწოდება, რომ დემოკრატიული რეფორმების გარეშე, მართლმსაჯულების სისტემაში წინგადადგმული ნაბიჯების გარეშე, უბრალოდ მეგობრობაც შეუძლებელი იქნება ჩვენ ქვეყანას და ევროკავშირს შორის. ეს ხდება იმ მოცემულობის ფონზე, რომ ხელისუფლება ანადგურებს სტრატეგიულ პარტნიორებთან წლების განმავლობაში მიმდინარე ურთიერთობებს შტურმით პარტნიორების წინააღმდეგ, აღარ ჰყავს დასავლეთში პარტნიორი, რომელიც მას ენდობა“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...