ერდოღანმა ქართველი მაშველები დააჯილდოვა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „უმაღლესი თავდადების ორდენი“ გადასცა მამუკა სეფაშვილს, რომელიც თურქეთში მიწისვრის სალიკვიდაციო-სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად გამგზავრებულ ქართველ მაშველებს ხელმძღვანელობდა, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
უწყების ცნობით, პრეზიდენტის სასახლეში, სპეციალურ ღონისძიებაზე, ერდოღანმა ყველა ქვეყნის მაშველებს გაწეული დახმარებისა და თავდადებისთვის მადლობა პირადად გადაუხადა.
„ქართული სამაშველო ჯგუფი თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კატასტროფის პირველივე დღეს გაემგზავრა და ჯამში 200-მდე მაშველმა სამაშველო მისია 18 დღის განმავლობაში ორ ქალაქში შეასრულა“ – აღნიშნავენ შსს-ში.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.