დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის გამო, შვედეთი ხუთ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს
დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის გამო, შვედეთი ხუთ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.
„როიტერის“ ცნობით, შვედეთმა რუსეთის ელჩი გამოიძახა და აცნობა, რომ საელჩოში დასაქმებულმა ხუთმა ადამიანმა, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციასთან შეუთავსებელი ქმედებების გამო, ქვეყანა უნდა დატოვოს.
მედიის ცნობით, რუსეთს ამ შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, მანამდე ნორვეგიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა და ბელგიამ სავარაუდო ჯაშუშობის მიზეზით რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევეს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.