იენს სტოლტენბერგი - არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, მაგრამ ვიცით, რომ რუსული აგრესია არის ტოქსიკური ხასიათის, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - ეს ძალიან კარგად ესმის საქართველოს და ქართველ ხალხს
არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, მაგრამ ვიცით, რომ რუსული აგრესია არის ტოქსიკური ხასიათის, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - ეს ძალიან კარგად ესმის საქართველოს და ქართველ ხალხს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს „რუსეთის აგრესიულ ომზე და უკრაინის გვერდით დგომის მნიშვნელობაზე“.
„გასულ კვირას ვიყავი კიევში. ჩემი გზავნილი პრეზიდენტ ზელენსკის მიამრთ იყო ნათელი. ნატო უკრაინის გვერდით დგას დღეს და იდგება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა.
ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რუსული აგრესია არის ტოქსიკური ხასიათის, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ეს ძალიან კარგად ესმის საქართველოს და ქართველ ხალხს”, - განაცხადა სტოლტენბერგმა, რომლის განცხადების ტექსტიც ნატო-ს ვებ-გვერდზე გავრცელდა.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.