როგორია საჯარო პირების რეიტინგი - IRI-ის ახალი კვლევა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით წარმოებული კვლევის თანახმად, საჯარო პირების რეიტინგი ამგვარად გამოიყურება – ყველაზე მეტ ადამიანს მოსწონს პატრიარქი (91%), შემდეგ მოდის თბილისი მერი, კახა კალაძე (52%), შემდეგ სალომე ზურაბიშვილი (48%), შემდეგ რეიტინგშია ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა (36%) და ასეთივე მოწონება აქვს რეიტინგში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშილს (36%).
წინა კვლევისგან განსხვავებით, საჯარო პირების რეტინგში ექვსეული შეცვლილია. მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგი შემცირდა და სალომე ზურაბიშვილის გაიზარდა. ასევე, ექვსეულში აღარ არიან პოლიტიკოსები – დავით უსუფაშვილი და ანა დოლიძე.
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.