Jump to content
Planeta.Ge

„აუცილებლად ვუჩივლებ ცილისწამებისთვის“ - დავით ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეზე


პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით ზურაბიშვილი გეგმავს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სასამართლოში ცილისწამების გამო უჩივლოს.

„მის ამ გამოხტომას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებ. გავივლი კონსულტაციას იურისტებთან და აუცილებლად ვუჩივლებ მას სასამართლოში ცილისწამებისთვის“, – წერს ზურაბიშვილი.

ირაკლი კობახიძემ მას „უცხოელი აგენტი უწოდა“ და აღნიშნა, რომ კარგად იცის, რას უნდა „მივაწეროთ მისი ასეთი განცხადება, როცა ბიძინა ივანიშვილისთვის დაპატიმრების ორდენის გამოწერაზე საუბრობს“.

„ჯერ კიდევ არის ინტერესი საქართველოს მიმართ, აქ გაიხსნას მეორე ფრონტი. სწორედ ამიტომ ხორციელდება ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და ამის გამხმოვანებელია უცხოელი აგენტი დავით ზურაბიშვილი. ამაზე დასკვნები საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს. ხელისუფლება აუცილებლად გაუძლებს წნეხს. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი გაუძლებს წნეხს, როგორც ეს ხდებოდა წარსულში. ჩვენს ქვეყანას ბევრად უფრო რთული პროცესები გაუვლია, ამასაც გავივლით და საქართველოში მშვიდობას შევინარჩუნებთ, როგორც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამას რომელიმე უცხოური აგენტი, დავით ზურაბიშვილი ან გლობალური ომის პარტია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ“, – განაცხადა კობახიძემ.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...