Jump to content
Planeta.Ge

აქონდროპლაზია: მშობლებმა კანცელარიასთან მეექვსე ღამე გაათენეს


აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებმა მთავრობის კანცელარიასთან მეექვსე ღამე გაათენეს. ისინი კანცელარიასთან დარჩენას გეგმავენ მანამ, სანამ ხელისუფლება მათი შვილებისთვის აუცილებელ პრეპარატს არ დააფინანსებს.

“მშობლები არ დავიღლებით ამ პროტესტით. ერთმანეთს ვეცვლებით ყოველ საღამოს. 12 მშობელი ვართ. სანამ წამალს სახლში არ მივიტანთ მანამდე აქ ვიქნებით”, – უთხრა “ფორმულას” ერთ-ერთმა მშობელმა დღეს, 25 აპრილს.

უკვე რამდენიმე თვეა, რაც მშობლები აქტიური საპროტესტო აქციებით ითხოვენ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის აუცილებელ პრეპარატს. სახელმწიფო ამ მოთხოვნას ჯერჯერობით არ აკმაყოფილებს. გუშინ, 24 აპრილს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აქონდროპლაზიის წამალს ჯერ არ დააფინანსებენ. წამლის დაფინანსების პრობლემა ქვეყანაში არ დგას, რადგან საუბარია დაახლოებით 10 მილიონზე. თუმცა მთავრობა ამ ნაბიჯს ჯერ არ გადადგამს, რადგან მას დამატებითი სამედიცინო მტკიცებულებები სჭირდება.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...