Jump to content
Planeta.Ge

გენშტაბი - უკრაინის თავდაცვის ძალებმა 43 შეტევა მოიგერიეს და მტრის კუთვნილი 10 დრონი გაანადგურეს


უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 3 მიმართულებით მოწინააღმდეგის 43 შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„მტრის ძირითადი ძალისხმევა კვლავ კონცენტრირებულია შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე ბახმუტის, ავდიივკასა და მარინსკის მიმართულებებით. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა ფრონტის მითითებულ სექტორებში მტრის 43 შეტევა მოიგერიეს. სასტიკი ბრძოლა გრძელდება ბახმუტისა და მარინკასათვის“, - აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 6 სარაკეტო და 62 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი ცეცხლი 70-ჯერ გახსნეს. „უკრაინის მასშტაბით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ მაღალია“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, მოწინააღმდეგის ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, ოკუპანტების პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს 9 დარტყმა მიაყენა, საზენიტო-სარაკეტო სისტემებს კი 3-ჯერ დაარტყა. ამასთან, უკრაინის დამცველებმა მოწინააღმდეგის კუთვნილი სხვადასხვა ტიპის 10 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

გარდა ამისა, გასული დღის განმავლობაში სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა რუსული ძალების საზენიტო-სარაკეტო სისტემას დაარტყეს.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...