Jump to content
Planeta.Ge

საქართველოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა, 28 აპრილს საქართველოს ეწვევა. ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან მოლაპარაკებებს დროს კატრინ კოლონა გამოხატავს მხარდაჭერას კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმებისა და სამოქალაქო სივრცის შენარჩუნების მიმართ, რაც ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისთვის აუცილებელია“, - აღნიშნულია უწყების პრესრელიზში.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტამდე, კატრინ კოლონა 26-28 აპრილს აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...