Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკზე თავდასხმაზე - ტერორისტული ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მთლიანად გაგვანადგუროს - გვაქვს უფლება და ვუპასუხებთ


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკზე რუსების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინა ტერორისტულ ქვეყანას პასუხს გასცემს.

„კუპიანსკი, ქალაქის ცენტრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ტერორისტული ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მთლიანად გაგვანადგუროს, გაანადგუროს: ჩვენი ისტორია, კულტურა, ჩვენი ხალხი, კლავს უკრაინელებს აბსოლუტურად ბარბაროსული მეთოდებით. არ გვაქვს უფლება, ეს ერთი წამითაც კი დავივიწყოთ. ჩვენ გვაქვს უფლება და ვუპასუხებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ცნობილია მუზეუმის დაღუპული თანამშრომლისა და ათი დაშავებულის შესახებ. ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ არიან ადამიანები.

„დაბომბვის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება. ჩართულია ყველა საჭირო სამსახური", - განაცხადა პრეზიდენტმა.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...