გია ვოლსკი ოპოზიციაზე - არ მგონია, რომ პროკურატურა უნდა ჩაანაცვლოს კომისიამ, რომელსაც ეს უსაქმური ადამიანები ჩაუდგებიან სათავეში
მე არ მგონია, რომ პროკურატურა უნდა ჩაანაცვლოს კომისიამ, რომელსაც ეს უსაქმური ადამიანები ჩაუდგებიან სათავეში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას.
ვოლსკი ფიქრობს, რომ ოპოზიცია „რაღაცით თავის გამოჩენას ფიქრობს“.
„პარლამენტში არაფერი უკეთებიათ და საგამოძიებო კომისიის შექმნა რაღაც სტრატეგიად ჩამოაყალიბეს, რომ როგორმე თავი გამოიჩინონ რაღაცით, კომისია შექმნან, რომელიც სკანდალურ თემებს წამოწევს. მე არ მგონია, რომ პროკურატურა უნდა ჩაანაცვლოს კომისიამ, რომელსაც ეს უსაქმური ადამიანები ჩაუდგებიან სათავეში მხოლოდ იმიტომ, რომ თავის პოლიტიკურ გეგმას მიაღწიონ და დივიდენდი მიიღონ. კომისიის შექმნას მყარი საფუძველი უნდა გააჩნდეს, როცა დანაშაული სახეზეა და თუნდაც ამ დანაშაულზე არ რეაგირებს შესაბამისი უწყება“, - განაცხადა ვოლსკიმ.
რაც შეეხება ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე უცხოეთში დაკავებულ რატი ალექსიძეს, ვოლსკის განმარტებით, ის თავდაცვის მოქმედი მინისტრის ყოფილი ქვისლი, თუმცა ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ახლო მეგობარი და გუნდის წევრია.
„რატი ალექსიძის თემას რაც შეეხება, ის მართლაც არის თავდაცვის მინისტრის ყოფილი ქვისლი და კეზერაშვილის უახლოესი მეგობარი და გუნდის წევრი. რადგან არ ვიფიქროთ იმაზე, რომ კეზერაშვილის გუნდის წევრია, ხმამაღალი ლაპარაკი დაიწყეს, რომ ეს ადამიანი ყოფილა ფეხბურთელი, კალაძეს იცნობს და ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილი ქვისლია. ეს უსუსური და უნიათო მცდელობაა, რომ გადაიტანონ ყურადღება სხვაზე. უკვე ნაგავში თუ ტალახში მჯდომი ადამიანების უსუსური შეძახილებია,“ - განაცხადა ვოლსკიმ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.