ფრაქცია "სენაკი საქართველოსთვის" ინიციატივით, სენაკის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა გრძელდება
ფრაქცია "სენაკი საქართველოსთვის" ინიციატივით, სენაკის მუნიციპალიტეტში გრძელდება სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა, რომლის მიზანია საჯარო ფინანსების მართვის საქმეში მოქალაქეთა ჩართულობისა და განსახორციელებელი პროექტების ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტების შესაბამისად შერჩევის გზით, მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა.
"შენ შეგიძლია დაწერო პროექტი, მიაწოდო იდეა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას და შეცვალო გარემო შენს ირგვლივ!", - წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სენაკის მუნიციპალიტეტის მერია.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარი სრულად მიიმართება სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამისთვის.
"მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, ერთი საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.
პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელია დაფინანსდეს მინიმუმ სამი საპროექტო წინადადება.
2023 საბიუჯეტო წლისთვის, პროგრამის ეტაპებისთვის განისაზღვრა:
საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი - 24 აპრილიდან 25 მაისამდე;
საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა - 29 მაისიდან 13 ივნისამდე;
კენჭისყრის ეტაპი - 13 ივნისიდან 23 ივნისამდე;
კენჭისყრის ეტაპი - 13 ივნისიდან 23 ივნისამდე;
გამარჯვებული პროექტის გამოვლენა და პროექტის დამუშავება ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით - 26 ივნისიდან 6 ივლისამდე.
პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
საპროექტო წინადადებების მიღება დაიწყება 24 აპრილიდან და გაგრძელდება 25 მაისამდე.
საპროექტო წინადადება შეგიძლიათ წარმოადგინოთ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში, ქ. სენაკი, ჭავჭავაძის ქუჩა 103 ან ელექტრონულ მისამართზე: senakismeria@gmail.com
გახდით თანამონაწილეები და დაგეგმეთ თქვენი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი!", - აღნიშნულია განცხადებაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.