გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ტრანსატლანტიკურ კავშირებში საქართველოს გზის მიმართ ერთგული ვრჩებით, მაგრამ ბურთი საქართველოს მოედანზეა და მან უნდა გაათამაშოს
ბურთი საქართველოს მოედანზეა, აქამდე გათამაშება არ მომხდარა, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება.
ლანდსბერგისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ექნება შესაძლებლობა, რეფორმები წარადგინოს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, რა თქმა უნდა, ექნება შესაძლებლობა, რომ წარადგინოს რეფორმები. მჯერა მის მიმართ ბევრი შეკითხვა იქნება. ჩვენ აქამდე არ გვინახავს ის, რაც ოპტიმიზმს წინ წაწევდა. როგორც ყოველთვის, ჩვენ ერთგული ვრჩებით, განსაკუთრებით ლიეტუვაში, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებში, ჩვენ ერთგულები ვრჩებით საქართველოს ტრანსატლანტიკური კავშირებისკენ მიმავალი გზის მიმართ. ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა, მათ უნდა გაათამაშონ," - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.