Jump to content
Planeta.Ge

მოსკოვის მახლობლად ასაფეთქებლით დატვირთული დრონი იპოვეს


მოსკოვის მახლობლად ასაფეთქებლით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი [იგივე დრონი] იპოვეს, იუწყება რუსული სამთავრობო მედია.

როგორც „ტასსი“ წერს, დრონი 23 აპრილს ბოგოროდსკოეს ოლქში იპოვეს (დაახლოებით 10 კილომეტრი მოსკოვიდან) და ამჟამად ტარდება ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს დრონის გამშვებს და მისი დანიშნულების საბოლოო წერტილს.

„ბაზას” ინფორმაციით, დრონი ადგილობრივმა მცხოვრებელმა იპოვა, თუმცა იფიქრა, რომ ეს „ვიღაცის სათამაშოა“ და მებაღეთა ჩათში ფოტო გააგზავნა. სწორედ ამ ჩათის ერთ-ერთმა მონაწილემ აცნობა პოლიციას.

გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ   დრონს მიჰქონდა 17 კილოგრამი ასაფეთქებელი. სავარაუდოდ, მისი ჩამოვარდნის მიზეზი საწვავის გათავება გახდა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ვრცელდება ცნობები რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში დრონების იერიშებზე, რაშიც მოსკოვი კიევს სდებს ბრალს. უკრაინა თავის მონაწილეობას უარყოფს.

უკრაინის ამგვარ ოპერაციებს რუსეთის ტერიტორიაზე დასაშვებად მიიჩნევს გერმანიის თავდაცვის მინისტრი:

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...