ჟოზეფ ბორელი - საგარეო საქმეთა საბჭოზე საქართველოს შესახებ ვისაუბრებთ - ჩვენთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა
ვაპირებთ, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე საქართველოზეც ვისაუბროთ. გვექნება შეხვედრა, განხილვა. ვისაუბრებთ შეერთების პერსპექტივაზე, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა და გვახსოვდეს, რომ მას აქვს უსაფრთხოების სპეციფიკური საკითხები, რადგან მისი ტერიტორია ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ასე რომ, ეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს შესახებ სასაუბროდ“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.