კელი დეგნანი - ყოველთვის მოხარული ვართ, როცა ქართველი მოსამართლეები ირჩევენ ჩვენს პროგრამებში მონაწილეობას - მოუთმენლად ველით ამ შესანიშნავი გაცვლით პროგრამების გაგრძელებას
ეს სასწავლო ვიზიტები ნამდვილად პოპულარული და წარმატებულია, ვინაიდან ის ერთად კრებს მოსამართლეებს აშშ-დან, საქართველოდან და აძლევს მათ შესაძლებლობას, რომ გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა, საუკეთესო პრაქტიკა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას ოთხ ქართველ მოსამართლესთან დაკავშირებით, რომლებიც აშშ-ში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრნენ.
როგორც ელჩმა აღნიშნა, „აშშ-ს პროგრამები ღიაა მათთვის, ვინც არის კვალიფიცირებული, ასევე ვისაც შეუძლია სარგებელი მიიღოს ამ გაცვლითი პროგრამებისგან და თავიანთ სასამართლო დარბაზებში ჩამოიტანონ იდეები“.
„ღიაა ასევე მათთვის, ვისაც შეუძლია წასვლა, რადგან ეს დაკავშირებულია დიდ დროსთან და ზოგჯერ 2 კვირაზე მეტხანსაც გრძელდება. ასე რომ, ჩვენ ყოველთვის მოხარული ვართ, როდესაც ქართველი მოსამართლეები ირჩევენ ჩვენს პროგრამებს და დიდ ინტერესს ვიჩენთ და მოუთმენლად ველით ქართველი და ამერიკელი მოსამართლეების ამ შესანიშნავი გაცვლით პროგრამების გაგრძელებას“, - აღნიშნა ელჩმა.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.