განათლების მინისტრი - ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად ვიწყებთ მსჯელობას და ფიქრს სისტემაზე, როგორ დავფაროთ სკოლებში ბავშვთა კვება
სასკოლო ინფრასტრუქტურაში რა წამს იქნება შესაბამისი კვების ინფრასტრუქტურა განვითარებული და უკვე გარკვეულ სკოლებში არის, ჩვენ პარალელურად ვიწყებთ მსჯელობას და ფიქრს იმ სისტემაზე, როგორ დავფაროთ ყველა სკოლაში საბავშვო კვება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ სასადილოების მოწყობას უკავშირდება.
„რა თქმა უნდა, გამოწვევები არის და მე და ჩვენ ამას არ გავურბივართ. ამაზე ღიადაც ვლაპარაკობთ. მათ შორის, არის, რა თქმა უნდა, სასკოლო კვებასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც სამი ათწლეულია ჩვენს სისტემას მოსდევს. რას ვაკეთებთ ჩვენ? ის უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს და უკვე 400 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაპროექტებულია 2-3 წლის განმავლობაში და ამას კიდევ გადაბმულად მოსდევს 400 სკოლა, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი კომპონენტი არის სასადილო ინფრასტრუქტურა ანუ, სკოლებში იმ ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც შემდგომ აუცილებელია სერვისისთვის, რომ ჩვენი შვილები უზრუნველვყოთ ხარისხიანი, უსაფრთხო კვების მიწოდებით. პარალელურად, სამინისტრო მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდილებაზე და კვლევაზე, იმ მიდგომებზე და მეთოდოლოგიაზე, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ სისტემურად მივუდგეთ ამ მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხს,“ - განაცხადა მინისტრმა.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.