ლავროვი ვიზიტით აშშ-ში ჩაფრინდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ვიზიტით ჩაფრინდა.
რუსეთი წელს გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, შესაბამისად საბჭოს სხდომას ლავროვი უხელმზღვანელებს.
როგორც CNN განმარტავს, რუსეთი საბჭოს მხოლოდ და მხოლოდ პროცედურის გამო უხელმძღვანელებს. წესდების თანახმად, საბჭოს თავმჯდომარეობა წევრ ქვეყნებს შორის რიგითობით ნაწილდება.
თუმცა, ამ ცნობას არ ჩაუვლია კრიტიკის გარეშე, მათ შორის, უკრაინის მხრიდან. ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობს, რომ ეს – „მსოფლიოში ყველაზე ცუდი საპირველაპრილო ხუმრობაა“.
რაც შეეხება უშუალოდ ვიზიტს, კრემლში ამბობენ, რომ ლავროვი ასევე უნდა შეხვდეს გაეროს გენერალური მდივანს ანტონიუ გუტერეშს.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.