Jump to content
Planeta.Ge

მედია - ისტორიაში პირველად, ლიეტუვა რუსეთის ელექტროქსელიდან სატესტო რეჟიმში მთლიანად გაითიშა


ისტორიაში პირველად, ლიეტუვა რუსეთის ელექტროქსელიდან სატესტო რეჟიმში მთლიანად გაითიშა, – ამის შესახებ ლიეტუვური მედია წერს. როგორც მედია იუწყება, ლიეტუვა რუსეთის ელექტროქსელიდან გათიშვას და ელექტრომომარაგების სისტემის იზოლირებულ მუშაობას ამოწმებდა.

მედიის ცნობით, ტესტირება 10 საათს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ლიეტუვას ელექტროენერგიას ადგილობრივი ელექტროსადგურები აწვდიდნენ, ასევე ელექტროენერგიის მიწოდება ხდებოდა პოლონეთიდან და შვედეთიდან.

„ლიეტუვა სიამაყით აცხადებს, რომ ჩვენი ტესტირება წარმატებით დასრულდა. დღეს, ისტორიაში პირველად, ლიეტუვის ელექტროქსელმა სრულიად ავტონომიურად იმუშავა. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებმა ეს ვერც კი შეამჩნიეს. ეს გზას უხსნის მომავალი წლისთვის რუსული ელექტროქსელისგან საბოლოო და სრულ გამოყოფას“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები აღარ იყენებენ რუსეთის ენერგომომარაგებას, ისეთს, როგორებიცაა გაზი და ნავთობი, ისინი კვლავ რჩებიან დამოკიდებული რუსეთის ელექტროენერგიის სისტემაზე.

 





1tv

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...