Jump to content
Planeta.Ge

სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ ღრმად შეშფოთებულია, რომ აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფანზე საგუშაგო შექმნა, ეს ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს


აშშ-ის მთავრობამ განაცხადა, რომ „ღრმად შეშფოთებულია“ აზერბაიჯანის მიერ სადავო რეგიონის, მთიანი ყარაბაღის ერთადერთ სახმელეთო გზაზე საგუშაგოს დაარსებით და ამბობს, რომ ეს ხელს უშლის რეგიონში მშვიდობისკენ მიმართულ ძალისხმევას, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

„აშშ ღრმად შეშფოთებულია, რომ აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფანზე საგუშაგო შექმნა. ეს ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ-მა მოუწოდა მხარეებს, განაახლონ სამშვიდობო მოლაპარაკებები და მისცენ ხალხს თავისუფალი გადაადგილებისა და ვაჭრობის საშუალება ლაჩინის დერეფანში.

შეგახსენებთ, კვირას აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღისკენ მიმავალ გზაზე საგუშაგო დააარსა იმის გამო, რომ სომხეთმა ეს გზა იარაღის გადასატანად გამოიყენა, რასაც მოჰყვა სროლები როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის მხრიდან. სომხეთმა კი მოუწოდა რუსეთს შეთანხმების განხორციელებისკენ, რომელშიც ნათქვამია, რომ ლაჩინის დერეფანი, ერთადერთი გზა აზერბაიჯანის გავლით, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან აკავშირებს, უნდა იყოს რუსი სამშვიდობო ძალების კონტროლის ქვეშ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...