Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.467

ვინ ეტყვის სიმართლეს ივანიშვილს


PLANETA_INFO

1.130 views

ინტერვიუ ,,ქართული ოცნების" წევრ მერაბ შათირიშვილთან

 

,,ყველა რაიონში, ყველა სფეროში და ყველა კუთხე-კუნჭულში ერთი და იგივე სიტუაციაა. ყოველდღიურად იზრდება უკმაყოფილება... მე მიკვირს, არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ივანიშვილს მიაწვდის რეალურ ინფორმაციას?

აი, ახლა ვიტყვი ყველაფერს და ამის შემდეგ გამოვიდეს ვინმე, ან დამირეკოს, შემეკამათოს, რომ სურათი სხვანაირია და რამე მეჩვენება. სურათი არის ასეთი: ფაქტობრივად, ყველა რაიონში, ყველა ქალაქში მიდის პოლიტიკური საბოტაჟი, პოლიტიკური სპეკულაცია. მოკლედ რომ ვთქვა, ნებისმიერ ადგილზე ქაოსური ვითარებაა. ვინც დღეს,,`ნაციონალებს" ვადას უხანგრძლივებს, ის მოღალატეა! ,,ნაციონალებისთვის" განსაკუთრებით ,,რესპუბლიკელებისა" და .,,თავისუფალი დემოკრატების" კარია გახსნილი. რა თქმა უნდა, ყველამ თავის პარტიას უნდა მიხედოს, რაც უნდათ ის უქნიათ, მაგრამ ეს იწვევს მოსახლეობის გაღიზიანებას. დღეს .,,ქართული ოცნება" დასუსტებულია, კოალიციაში შემავალი პარტიები ცდილობენ, თვითონ გაძლიერდნენ და რეგიონებში თანამდებობებიც მოიპოვონ.

რეგიონებში, სადაც მიწები იხვნება, ,,ნაციონალები" არწმუნებენ მოსახლეობას, ჩვენ რომ ვაწვებით ახალ მთავრობას და ივანიშვილს, საქმე ამიტომ კეთდებაო. მეტიც, ,,ქართული ოცნება" აივსო ,,ნაციონალებით", ოღონდ ამათ სამსახურები შეინარჩუნონ და ყველგან ძვრებიან. ახლა დაიწყო ტენდერების გამოცხადება, ყველგან ისევ ის ფირმები იგებენ, რომლებიც სააკაშვილის დროს სასათბურე პირობებში იყვნენ.

ნახონ, რა ხდება სამშენებლო სფეროში, კონკურსების პირობებს რატომღაც ისევ ისინი აკმაყოფილებენ. თითქოს ეს ბუნებრივიცაა, ვინც მიშამ გაანადგურა, ის რანაირად მოვა ამათთან?

ასეა პროგრამების საკითხებში, ახალ პროექტებში, ტენდერებში. ნახეთ, რა ხდება კულტურის სამინისტროში, როგორ ტარდება კონკურსები. ეს ყველაფერი გროვდება და მე დარწმუნებული ვარ, მივიღებთ საშინელ ქაოსს, საშინელ ქარიშხალს! აგერ, განათლების სამინისტორმ გამოაცხადა კონკურსი რესურსცენტრების ხელმძღვანელების თაობაზე, ვინ გაიმარჯვეს? ისევ ,,ნაციონალებმა"!

ამას დავანებოთ თავი, ელემენტარული ახსნა-განმარტებები არ კეთდება მოსახლეობაში, თითქოს ეზარებათ. არადა, უნდა გამოხვიდე და ხალხს უთხრა, დამნაშავეებს რატომ ვერ იჭერ. მე ვიცი, ესენი რომც დაიჭირონ, მიშა გამოუშვებს, შეიწყალებს და უფრო გმირები გახდებიან, მაგრამ გლეხი კაცი ამას არ უყურებს და გული უტყდება. ბოლო-ბოლო, თუ დეიდაშვილ-მამიდაშვილობა არ დამთავრდა, ჩვენ ამ წრიდან ვერ გამოვალთ!

არ ვიცი, თუ არავის მიაქვს ამბავი ივანიშვილთან, მაშინ თქვენი გაზეთი მაინც შეუტანონ. ალბათ, გახსოვს, არჩევნებამდე ,,გლობალ ტვ"-ის ანტენებს რომ ამონტაჟებდნნ, ხომ? თითქოს განაახლეს, მაგრამ ვინც ,,ქართული ოცნების" მომხრე იყო, იმათ არ უმონტაჟებენ. ახლა ვიყავი გურიაში ჩასული, ჩემს სოფელში, გავგიჟდი, ჩემს სახლმადეც კი ვერ მოვიყვანე ხელოსნები. სოფლის გამგებელს ვეუბნები, რატომ აკეთებთ ასე-მეთქი? დგას და ხმას არ იღებს. ვერ გავიგე, რატომ ანიჭებენ უპირატესობას ყველგან ,,ნაციონალებს"? ადრე ვლაპარაკობდით, ვწერდით, მაგრამ ქარავანი თავისი გზით მიდიოდა, ახლაც თუ ასე გაგრძელდა, რა გამოვა? კი, ბატონო, ვიცით, ყველაფერს ერთი კაცი ვერ გასწვდება, გარშემო კიდევ ისეთი რაღაცეები ხდება, ეს აშაკარა ღალატია!".

 

(,,ალია"N39(2793); ავტორი: გელა ზედელაშვილი)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...