Jump to content
Planeta.Ge

საფრანგეთმა სუდანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო


საფრანგეთმა სუდანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სუდანის არმიამ და სწრაფი რეაგირების დაჯგუფებამ ფრანგულ მხარეს გარანტიები მისცეს, რომ ევაკუაცია უსაფრთხოდ განხორციელდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სუდანში საფრანგეთის 250 მოქალაქე ცხოვრობდა. საფრანგეთთდან ერთად, სუდანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო ნიდერლანდებმაც.

შეგახსნებთ, მანამდე დიპლომატების და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია განახორციელა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელებმა სუდანი ექვსი სამხედრო თვითმფრინავით დატოვეს.

 


ავტორი - თამთა რუხაძე

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...