Jump to content
Planeta.Ge

დმიტრო კულება - მოლაპარაკებებზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გაკეთებულ განცხადებებში არ არის გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ რუსეთი მშვიდობისადმი მზაობის არანაირ დემონსტრირებას არ ახდენს


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ბოლო დროს გაკეთებულ მოწოდებებს გამოეხმაურა. კულება ამბობს, რომ მოლაპარაკებების შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გაკეთებულ განცხადებებში არ არის გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ რუსეთი მშვიდობისადმი მზაობის არანაირ დემონსტრირებას არ ახდენს.

„მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ მიისწრაფვის მშვიდობისკენ ისე, როგორც უკრაინა, მაგრამ ასევე ვიცით, რომ ნამდვილი მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი და გრძელვადიანი“, – განაცხადა კულებამ.

კულებას თქმით, უკრაინული მხარე სამშვიდობო შეთავაზებებს განიხილავს და მიესალმება ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც გულისხმობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას.

„არ იქნება ნამდვილი მშვიდობა არც უკრაინისთვის და არც დანარჩენი მსოფლიოსთვის, თუ რუსეთი არ აიღებს სრულ პასუხისმგებლობას ჩადენილ დანაშაულზე“, – განაცხადა კულებამ.

კულებას თქმით, ევროატლანტიკური უსაფრთხოების მომავალი ახლა უკრაინაში, ბრძოლის ველზე წყდება.

 


ავტორი - თამთა რუხაძე

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...