ევროკავშირი ახალ სანქციებში აფართოებს რუსეთზე ტვირთების გატარების აკრძალვას
ევროკავშირი სანქციების ახალ პაკეტში აფართოებს რუსეთზე ტვირთების გატარების აკრძალვას. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს ახალი სანქციების საკითხებში გათვითცნობიერებულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.
ვარაუდობენ, რომ მესამე ქვეყნებში რუსეთის გავლით ტვირთის გადაზიდვა მთლიანად არ აიკრძალება. შეზღუდვები, როგორც ჩანს, შეეხება ზოგიერთ ტექნოლოგიასა და ტექნიკის სახეობას.
როგორც სააგენტო წერს, პოლონეთი, ესტონეთი და ლიეტუვა ევროკავშირისგან მოითხოვენ, მთლიანად აიკრძალოს რუსეთის გავლით ისეთი ტვირთების გადატანა, რომლებიც შესაძლოა გამოიყენონ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო მრეწველობამ, საავიაციო და კოსმოსურმა დარგებმა. ზუსტი სია სააგენტოს არ მოჰყავს.
ადრე ჟურნალისტურ გამოძიებაში აღნიშნული იყო, რომ რუსეთის მოსაზღვრე ევროკავშირის ქვეყნებს გაეზარდათ საქონელბრუნვა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. სავარაუდოდ ეს შეიძლება იმას მოწმობდეს, რომ ხდება შეზღუდვების გვერდის ავლა სანქციებში მოხვედრილი საქონლის ფიქციური გაგზავნით ამ ქვეყნებში.
2022 წელს რუსეთის რკინიგზის ქსელით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 2021 წელთან შედარებით 3,9%-ით შემცირდა, იტყობინება „ინტერფაქსი“. ამასთან, „რუსეთის რკინიგზამ“ გამოაცხადა, რომ კონტეინერული ტვირთების ტრანზიტი შესაძლოა მეოთხედით შემცირდა.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.