Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.459

ევროსაბჭოს კულუარები: ყინული გატყდა, ევროპამ სიმართლე გაიგო


PLANETA_INFO

1.134 views

ინტერვიუ გიორგი ფოფხაძესთან

 

,,ბიძინა ივანიშვილს ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა...იმაზე უკეთესი, ვიდრე წინა გამოსვლები იყო საერთოდ. მე ვუსმენ ხოლმე და საქართველოში ის უფრო მკვახედ ლაპარაკობს. სხვათა შორის, ეს იყო გამოსვლა, რომელიც არ იყო სხვისი დაწერილი, საკუთარი სიტყვებით თქვა ის, რასაც ფიქრობდა. მერწმუნეთ, ბიძინა ივანიშვილმა ამით ,,ნაციონალური მოძრაობის" ,,ბლატაობას" დაუსვა წერტილი ევროპაში....მე შეკითხვა დავუსვი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს, ჟან კლოდ მინიონს მიხეილ სააკაშვილზე. მთელი 9 წლის განმავლობაში ერთი მკვახე სიტყვაც კი არ გამიგონია ამ ადამიანის მისამართით და ევროსაბჭო ახალი ხელისუფლების მიმართ უფრო კრიტიკულია, ესე იგი, სააკაშვილი თქვენი საყვარელი კაცია, ანუ, როგორც ფრანგები იტყვიან, ეს არის თქვენი ,,შუშუ"– მეთქი? მე მეგონა, მინიონი იტყოდა, რომ სააკაშვილი არის დემოკრატი, არის ძალიან მაგარი და ასე შემდეგ. არა, მან თქვა: მე ვარ დემოკრატი და არც ,,შუშუები" მყავს, მხარს ვუჭერ ქართველ ხალხს, რომელმაც მხარი დაუჭირა ახალ ხელისუფლებასო. ეს არის სილის გაწვნა ,,ნაციონალებისთვის", ევროპამ აღიარა ახალი მთავრობის მიერ გაკეთებული ძალიან ბევრი რამე, შესაძლებელია, კოჰაბიტაციაზე და სხვა რაღაცეებზეც საკმაოდ ბევრია წასამუშავებელი, მაგრამ პრიორიტეტები სრულიად მისაღებია...ის პროვოკაციული კითხვა, რომელიც პოლონელმა დეპუტატმა დასვა, თქვენ პუტინი უფრო გიყვართო, ეს არის მიშა სააკაშვილის ,,პიარშიკების" მიერ მომზადებული, ასეთი კითხვების დასმა ბუნებრივად მეჩვენება, როცა რაღაცას იღებ, ის უნდა შეასრულო. ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრები ჰქონდათ ,,სახალხო პარტიის" სხვა დეპუტატებთან, მეც ველაპარაკე რამდენიმეს და პირად საუბრებში ამბობენ: ამ 23 კაცით ნუ განსაზღვრავთ ყველაფერს, ჩვენ სხვა აზრი გვაქვსო. რაც შეეხება მარტენსის განცხადებას, მე გეტყვით, რაშია საქმე: ,,ნაციონალები" 19 აპრილს აპირებდნენ რაღაც პროვოკაციის მოწყობას, ეს ყველამ ვიცით...მარტენსის განცხადება უნდა ყოფილიყო ამ საქმის ლოგიკური გაგრძელება. პროვოკაცია არ გამოვიდა, მაგრამ ეს წერილი ჩაშვებული იყო დასაბეჭდად და ვეღარ გააჩერეს. ამ დღეებში ალბათ გამოქვეყნდება დაკვეთილი სტატიები. განსაკუთრებით გამორჩეული იქნება ,,ნიუ–იორკ ტაიმსი" და ფრანგული გაზეთი ,,ფიგარო", სადაც მიშას ,,პიარშიკებს" მიუწვდებათ ხელი. ასეთი სტატიების გამოქვეყნება ივანიშვილსაც შეუძლია კონა მანეთად, მაგრამ მას არ სჭირდება ასეთი რაღაცეები. როცა გამოსვლა დამთავრდა, საღამოს მოხდა სასწაული, საქართველოს საელჩომ მოაწყო მიღება, სადაც მოვიდა მინიონი. ამით მან ივანიშვილს უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა. ვიცი, რომ ,,ნაციონალებმა" ხავხავი ატეხეს, ივანიშვილი პუშკოვის წინ იჯდაო. მე ერთი რამ მაინტერესებს, 9 წლის განმავლობაში პუშკოვსა და რუსებს რომ არ ვხვდებოდით, ხომ მაგარ დღეში აღმოვჩნდით? ჯერ ერთი, ეს ბიძინას შეხვედრა არ იყო პუშკოვთან, მიღებაზე დაპატიჟებული იყვნენ თედო ჯაფარიძე, როგორც საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარე და ასევე, სხვა ქვეყნების დელეგაციების თავმჯდომარეები. პუშკოვი არის რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი. ივანიშვილს უნდოდა თუ არა, ის მაინც მოხვდებოდა ამ წვეულებაზე. ,,ნაციონალებს" იქ არაფერი არ ესაქმებოდათ! ყველაზე მწვავე კითხვები ბიძინას რუსებმა დაუსვეს, მიშას ლეკვები ცდილობენ კიდევ მოიგონონ რაღაც ხრიკები, სალაპარაკო არაფერი აქვთ და ბუზისგან აკეთებენ სპილოს, მე ჩვენი ე. წ. ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შევხვდი, ისინი ორი დღის განმავლობაში ხმაჩავარდნილები იყვნენ, შემდეგ მიიღეს დირექტივა თბილისიდან და უცებ აყვირდნენ, ივანიშვილი რუსებს ჩაეხუტაო, სხვათა შორის, ბატონმა ბიძინამ მათ დაუძახა, რაღაც ელაპარაკა...რაზე იყო საუბარი, მე არ ვიცი, მაგრამ სახეებზე აშკარად ეტყობოდათ, რომ მაინცდამაინც სახარბიელოს არაფერს ეუბნებოდა. ესენი დაღვრემილები იდგნენ...თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროპა საკმაოდ ბიუროკრატიული მანქანაა, ძალიან დიდი შედეგი დღეს და ხვალ არ იქნება. თვით სააკაშვილსაც კი მაკკეინისა და ბუშის თავზე ხელის გადასმის მოპოვება დიდ შრომად დაუჯდა. ივანიშვილს ვიღაცის თავზე ხელის გადასმა არ სჭირდება, პროცესი დაიწყო, ანუ ყინული გატყდა და ესეც დიდი რამეა".

 

(,,ალია"N38(2792); ავტორი:გელა ზედელაშვილი)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...