ვოლოდიმირ ზელენსკიმ „რუსული იმპერიული პოლიტიკის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული „იმპერიული პოლიტიკის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ კანონს მოაწერა ხელი.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
მიღებული კანონის ნორმების თანახმად, უკრაინაში რუსული იმპერიული პოლიტიკის სიმბოლიკის დამზადება, გავრცელება და საჯაროდ გამოყენება იკრძალება.
რუსული იმპერიული პოლიტიკის სიმბოლიკას მიეკუთვნებიან: იმ პირთა ძეგლები, რომლებიც ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდნენ რუსეთის ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოებში, პოლიტიკურ ორგანიზაციებში, პარტიებში, შეიარაღებულ დაჯგუფებებში და მონაწილეობდნენ ან ხელს უწყობდნენ რუსული იმპერიული პოლიტიკის რეალიზებას; ასევე, ძეგლები, რომელიც ეძღვნება პირებს, ვინც საჯაროდ უჭერდა მხარს, ადიდებდა ან ამართლებდა რუსულ იმპერიულ პოლიტიკას, მოუწოდებდნენ რუსიფიკაციისკენ ან უკრაინოფობიისკენ; გეოგრაფიული ობიექტებისა და ადგილობრივი ტოპონომიის ობიექტების დასახელებები ზემოთ აღნიშნული პირების საპატიოდ, ან დასახელებები რუსული ქალაქებისა და რუსეთის სხვა გეოგრაფიული, ისტორიული და კულტურული ობიექტების საპატიოდ; რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტების დროშები და ჰიმნები.
კანონი მისი გამოქვეყნებიდან სამი თვის შემდეგ შედის ძალაში, მანამდე მინისტრთა კაბინეტმა მისი დებულებების რეალიზებისთვის ნორმატიული ბაზა უნდა მოამზადოს.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.