Jump to content
Planeta.Ge

პარტია "საქართველოსთვის" - მოვუწოდებთ თბილისის მერიას, გადახედოს ნაგვის ურნების შესაძენად გამოცხადებულ 10 მილიონი ლარის ტენდერის პირობებს, გაანახევროს თანხა და 5 მილიონი ლარით დააფინანსოს იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობა


პარტია "საქართველოსთვის" აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დაფინანსებაზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც PLANETA.GE უცვლელად გთავაზობთ:

"მოვუწოდებთ თბილისის მერიას, გადახედოს ნაგვის ურნების შესაძენად გამოცხადებულ 10 მილიონი ლარის ტენდერის პირობებს, გაანახევროს თანხა და 5 მილიონი ლარით დააფინანსოს იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობა
-  სამწუხაროდ, ჯანდაცვის მინისტრთან გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობისთვის ადამიანი და მისი გასაჭირი არ არის მთავარი საზრუნავი და დღეს, ისე როგორც არასდროს, მოქალაქეები მარტო არიან დარჩენილი საკუთარ პრობლემებთან, რადგან დღევანდელ ხელისუფლებას სრულიად დავიწყებული ჰყავს ისინი, არ სურს მათი მოსმენა, გაგება, თანაგრძნობა და რაც მთავარია, კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა გასაჭირში დარჩენილი ადამიანების პრობლემების გადასაჭრელად.
- ამის დასტურია, პრემიერ ღარიბაშვილის მიერ ამ დღეებში გამოჩენილი სრული ინდიფერენტულობა, იგნორირება, ნულოვანი ემპათია საკუთარი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ სახლებში მძიმედ დაავადებული ბავშვები ელოდებიან, ქუჩაში, წვიმასა და სიცივეში პროტესტის მშვიდობიანი ფორმით ითხოვდნენ პრემიერთან შეხვედრას, მაგრამ უშედეგოდ!
- პრემიერმა ვერ მოიცალა მათთან შესახვედრად, მაგრამ მოიცალა ამ უსახური შავი ღობის მოსაწყობად, რაც დარჩება ამ ხელისუფლების დეგრადაციისა და საკუთარ მოქალაქეებთან სრული გაუცხოებისა და კარჩაკეტილობის მავნე სიმბოლოდ!
- ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ბოლო იმედი, რომ ხელისუფლება კონკრეტულ გეგმას, კონკრეტულ გამოსავალს შესთავაზებდა მშობლებს, გაქრა!
- მაგრამ არსად გამქრალა მშობლების, საკუთარი შვილებისთვის თავდადებული დედებისა და მამაცი ქალების შემართება, რომ ბოლომდე იბრძოლონ საკუთარი შვილების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...