ლოიდ ოსტინი - პუტინის ომი ნატო-ს გაფართოების შედეგი არ არის, პუტინის ომი ნატო-ს გაფართოების მიზეზია
პუტინის ომი ნატო-ს გაფართოების შედეგი არ არის, პუტინის ომი ნატო-ს გაფართოების მიზეზია, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გერმანიაში „რამშტაინის” ფორმატში ჩატარებული სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ პუტინმა უხეში შეცდომები დაუშვა გაანგარიშებაში, როდესაც ერთი წლის წინ უკრაინაში შეიჭრა.
“მას ეგონა, რომ უკრაინა წინააღმდეგობას არ გაუწევდა, მაგრამ უკრაინა მისი პარტნიორების დახმარებით მყარად დგას. პუტინს ეგონა, რომ ჩვენი ერთობა გაიხლიჩებოდა, მაგრამ რუსეთის სასტიკმა ომმა მხოლოდ დაგვაახლოვა”, - განაცხადა ოსტინმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ “რამშტაინის” შეხვედრებზე ფინეთი უკვე როგორც ნატო-ს წევრი სახელმწიფო იმყოფება და იმედი გამოთქვა, რომ “შვედეთი მალე გაჰყვება მის მაგალითს”.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.