Jump to content
Planeta.Ge

შალვა კერესელიძე - ნუ დაგენანებათ მთაში ფულის დახარჯვა, თორემ, ასეთი მიდგომით, მალე მთაში ახალგაზრდები აღარ ეყოლება ქვეყანას (ვიდეო)


ნუ დაგენანებათ მთაში ფულის დახარჯვა, თორემ, ასეთი მიდგომით, მალე მთაში ახალგაზრდები აღარ ეყოლება ქვეყანას, - ამის შესახებ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა შალვა კერესელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთას ნამდვილად აქვს იმის რესურსი და ბუნებრივი პოტენციალი, რომ მაღალმთიან დასახლებებში ადამიანებმა ნორმალურად იცხოვრონ.


"მთას ნამდვილად აქვს იმის რესურსი და ბუნებრივი პოტენციალი, რომ თავიდან ბოლომდე ჩამოკიდებული კი არ იყოს, მხოლოდ სუბსიდიებსა და დახმარებებზე, არამედ სწორი და გონივრული პოლიტიკის გატარებით და კომპლექსური მიდგომით, მაღალმთიან დასახლებებში ადამიანებმა იცხოვრონ ნორმალურად და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ საკუთარი ქვეყნის აღმშენებლობაში.", - განაცხადა შალვა კერესელიძემ. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...