დანია და ნიდერლანდები უკრაინას გერმანული წარმოების „ლეოპარდ 2-ის“ ტიპის 14 ტანკს გადასცემენ
დანია და ნიდერლანდები უკრაინას გერმანული წარმოების „ლეოპარდ 2-ის“ ტიპის 14 ტანკს გადასცემენ.
ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტროელს ლუნდ პოულსენმა განაცხადა. მისი თქმით, ეს თანამედროვე ტანკები უკრაინაში 2024 წლის დასაწყისში ჩავა.
ამავე დროს, დანია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს „ლეოპარდ 1-ის“ მოდელის ასამდე ტანკს გადასცემს. აქედან 80 ტანკი უკრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაში წლის ბოლომდე იქნება.
„დანიის ხელისუფლება მიისწრაფვის იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყნის სიდიდის გათვალისწინებით, ჩვენ ვიყოთ ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, უკრაინაში ჩვენი მეგობრები მაქსიმალურ მხარდაჭერას იღებდნენ“, – განაცხადა მინისტრმა.
1ტვ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.