უნგრეთი მარცვლეულის გარდა, უკრაინიდან თაფლისა და გარკვეული ხორცპროდუქტების იმპორტსაც კრძალავს
უნგრეთმა უკრაინიდან მარცვლეულის გარდა თაფლისა და გარკვეული ხორცპროდუქტების იმპორტიც აკრძალა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, გერგლი გულიაშმა განაცხადა.
მისი თქმით, უნგრეთის მიერ მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე დაწესებული აკრძალვა 25 პროდუქტს მოიცავს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია მარცვლეული, რაფსის და მზესუმზირის თესლი, ფქვილი, ზეთი, თაფლი და გარკვეული ხორცპროდუქტები“.
იმპორტზე დაწესებული აკრძალვა 30 ივნისამდე იმოქმედებს.
ცნობისათვის, მას შემდეგ რაც ცენტრალური ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ უკრაინიდან საკვები პროდუქტების იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო, ევროკომისიამ განაცხადა, რომ ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირის და რაფსის თესლთან დაკავშირებით პრევენციულ ზომებს მიიღებს. Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირი უკრაინული მარცვლეულის იმპორტის შედეგად უკრაინის მეზობელი ხუთი ქვეყნის დაზარალებული ფერმერებისთვის კომპენსაციის სახით 100 მილიონი ევროს გამოყოფს. ასევე იგეგმება უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე შეზღუდვების შემოღება.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.