Jump to content
Planeta.Ge

ლევან იოსელიანი - საზოგადოება იმსახურებს, რომ კითხვები, რომლებიც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დაისვას


სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საზოგადოება იმსახურებს, რომ კითხვები, რომლებიც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დაისვას.

მისი თქმით, ამ პროცესებს გამჭვირვალობა და ღიაობა წაადგება.

„თქვენ იცით, რომ დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოსამართლეებთან დაკავშირებული თემაა. ამ საკითხის პარლამენტში გარკვევა მეც მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია. მესმის ეს პროცედურული ომი, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს, მაგრამ ვფიქრობ, საზოგადოება იმსახურებს, რომ ის კითხვები, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დაისვას. პროცესს გამჭვირვალობა და ღიაობა წაადგება. თუ რამე კითხვის ნიშნები არსებობს ერთი ან მეორე მხარის მიმართ, ამ გზით კითხვებზე პასუხი გაცემული იქნება”, - განაცხადა იოსელიანმა.

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...