Jump to content
Planeta.Ge

„მაივეი ეარლაინსის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ავიაკომპანიის 13 თანამშრომელი ამ დრომდე სუდანში რჩება


16 აპრილის შემდეგ პირველი ღამე იყო, როცა მშვიდად ეძინათ ჩვენს თანამშრომლებს, იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტობრივად შეწყვეტილია მოკლევადიან პერიოდში სროლები, – ამის შესახებ ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსის“ გენერალურმა, დირექტორმა, რატი ბაკურაძემ განაცხადა.

ბაკურაძის თქმით, ამ დროისთვის ავიაკომპანიის თანამშრომლებს საკვების მარაგი აქვთ.

„ერთადერთ პრობლემად რჩება, რომ ელექტროენერგია არ მიეწოდებათ, არ არის დიზელის მიწოდება, რადგან ჩახერგილია გზები და რისკი იყო გადაადგილება. პარტნიორებთან გვაქვს მოლაპარაკება, რომ თუ შესაძლებელი იქნება, მიაწოდონ საწვავი. საჭმელი და წყალი მომარაგებულია და არსებობს გარკვეული მარაგი. გვინდა, რომ სწრაფად აღვუდგინოთ ელექტროენერგიის მიწოდება, საჭიროა, შეივსოს დიზელგენერატორი საწვავით, რომ მათ მოახერხონ ტელეფონების დატენვა მაინც. იქ ახლა ძალიან ცხელა, 40 გრადუსზე მეტია ტემპერატურა, ფანჯრებს ვერ აღებენ, უსაფრთხოების ნორმებს იცავენ და მოშორებით დგანან ფანჯრებიდან. არადასალევი წყლის მიწოდებაც კი დენზეა დამოკიდებული რადგან ნასოსები მუშაობს იქ და როცა დენი არ არის, შესაბამისად დადგა ეს პრობლემაც. ამ დრომდე ჩვენი 13 თანამშრომელი რჩება ადგილზე“, – განაცხადა ბაკურაძემ.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...