აშშ-მა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
შეერთებულმა შტატებმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების ახალი, 325 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა.
დახმარების პაკეტი მოიცავს HIMARS-ის საბრძოლო მასალებს, 155 მმ და 105 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს, TOW-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს, АТ-4 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს, 9 მილიონზე მეტ ვაზნას, ლოგისტიკური მხარდაჭერის 4 მანქანას, მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალებს.
ამასთან, დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში უკრაინა მიიღებს: საკონტროლო და სადიაგნოსტიკო აღჭურვილობას სატრანსპორტო საშუალებების მოვლისა და შეკეთებისთვის, აღჭურვილობას პორტებისა და ნავსადგურების დაცვისთვის, სათადარიგო ნაწილებს და სხვა საველე აღჭურვილობას.
„შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინა უზრუნველყოს შესაძლებლობებით, რომელიც დააკმაყოფილებს ბრძოლის ველზე მის გადაუდებელ საჭიროებებს და უკრაინის უსაფრთხოებისთვის გრძელვადიანი დახმარების მოთხოვნებს“, - აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.
palitra
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.