Jump to content
Planeta.Ge

ზელენსკი: უკრაინის ცის დასაცავად უკვე გვაქვს სერიოზული იარაღი


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთისგან დასაცავად კიდევ უფრო ძლიერ იარაღს ელოდება. გასულ ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ თქვა, რომ ცის დასაცავად უკვე აქვთ ძალიან სერიოზული საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა იარაღი.

„მაგრამ უნდა იყოს, და დარწმუნებული ვარ, იქნება კიდევ უფრო ძლიერი“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

19 აპრილს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა დაადასტურა, რომ გერმანიისგან მიიღეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot-ი. რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინის ცა კიდევ უფრო დაცული ხდება.

პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინის არმიას რუსეთთან საბრძოლველად სარაკეტო კომპლექსები Patriot-ი გადასცა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო. უკრაინისთვის Patriot-ის გაგზავნას აპირებს ნიდერლანდიც.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...