Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ 24 საათში რუსეთის 21 დრონი გაანადგურეს


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 57 საავიაციო და 3 სარაკეტო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 69-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. გენშტაბის ცნობით, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში, დანგრეული და დაზიანებულია სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში მოწინააღმდეგემ გამოიყენა 26 უპილოტო საფრენი აპარატი(Shahed-136) და მათგან 21 თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში - ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის, მარინკის და შახტარსკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში მოგერიებულია 55-ზე მეტი შეტევა. უკრაინის გენშტაბის თანახმად, ყველაზე სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს ბახმუტისა და მარინკისთვის.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...