იენს სტოლტენბერგი - დასავლეთი არ დაღლილა უკრაინის დახმარებით, ევროპაში მის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასთან დაკავშირებული პრობლემები გადაწყვეტადია
დასავლეთი არ დაღლილა უკრაინის დახმარებით, ევროპაში მის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასთან დაკავშირებული პრობლემები გადაწყვეტადია. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
“საუბარია საკითხზე, რომელზეც, რა თქმა უნდა, უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ არ მჯერა, რომ ეს სურვილის უკმარისობის და უკრაინისადმი მხარდაჭერის არგაგრძელების სურვილის ნიშანია”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში უკრაინის მხარდაჭერის დიდი სურვილი არსებობს, რისი ნიშანიცაა უპრეცედენტო ფინანსური და სამხედრო დახმარება.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ შესამჩნევია “სირთულეები, რომელთა მოგვარება ზოგიერთ მოკავშირეს უწევს” შავი ზღვისა და სხვა გზებით სასურსათო პროდუქციისა და მარცვლეულის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, თუმცა მისი თქმით, ეს პირდაპირ არ ეხება ნატოს, არამედ ევროკავშირისა და ევროპული სახელმწიფოების საკითხია.
“დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოწვევებზე პასუხისა და ამ სირთულეების გადალახვის საშუალებები არსებობს”, - განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ “ევროპაში უკრაინის დახმარების სურვილი არ სუსტდება”.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.