არავითარ შეცდომას ადგილი არ აქვს, ჩავატარეთ ძალიან საფუძვლიანი მიმოხილვა - დეგნანი დასანქცირებულებზე
„ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს კორუფციის შესახებ ბრალდებები სასამართლო სისტემაში, რაც ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში – არავითარ შეცდომას ადგილი არ აქვს, ამერიკის შეერთებული შტატები აბსოლუტურად დარწმუნებულია იმაში, რაც დაედო საფუძვლად ამ ოთხი ინდივიდისთვის სანქციის დაწესებას”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. ის უმრავლესობის მიერ კვორუმის ჩაგდების საკითხს გამოეხმაურა.
„როგორც არაერთხელ ვთქვით, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს კორუფციის შესახებ ბრალდებები სასამართლო სისტემაში, რაც ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში. მინდა ძალიან ცხადად ვთქვა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრმა გააკეთა განცხადება, თითქოს ჩვენ არ ვართ კარგად ინფორმირებულები – არავითარ შეცდომას ადგილი არ აქვს.
ამერიკის შეერთებული შტატები აბსოლუტურად დარწმუნებულია იმაში, რაც დაედო საფუძვლად ამ ოთხი ინდივიდისთვის სანქციის დაწესებას, რაც გულისხმობს მათ ჩართულობას კორუფციულ აქტივობაში.
ჩვენ ჩავატარეთ ძალიან საფუძვლიანი მიმოხილვა, შევაგროვეთ ინფორმაცია, რომლის უმრავლესობა არის საჯაროდ ხელმისაწვდომი, იქამდე, სანამ ამას ჩავუშვებდით სისტემაში, რომელიც მიდის სახელმწიფო მდივნამდე.
სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა დაამტკიცა ეს შეზღუდვები, რადგან ჩვენ აბსოლუტურად ვიყავით დარწმუნებულები ამის საფუძვლებში. როგორც უკვე ვთქვი, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ თავად გამოიძიოს ეს ბრალდებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმავე საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით და სხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით”, – განაცხადა კელი დეგნანმა.
მან ასევე ისაუბრა აშშ-ის სასამართლოს პროგრამებში მოსამართლეთა მონაწილეობასთან დაკავშირებით.
„ჩვენ გვაქვს ძალიან პოპულარული და წარმატებული გაცვლითი პროგრამები, რომელშიც ბევრმა ქართველმა მოსამართლემ მიიღო მონაწილეობა. უცნაურად ჩანს სოლიდარობის გამოცხადება იმ ქართველი მოსამართლეების მიმართ, რომელთა უმრავლესობა ძალიან პროფესიონალია, რომლებსაც სურთ, იმუშაონ კანონის შესაბამისად.
ოთხი ადამიანის დაცვა, რომლებზეც არის სანდო ინფორმაცია კორუფციულ ქმედებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, არ არის სოლიდარობა პროფესიონალი მოსამართლეების მიმართ. ვიმედოვნებ, მთავრობა გამოიყენებს ამ შესაძლებლობას ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიების ჩასატარებლად“, – განახადა კელი დეგნამა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.