Jump to content
Planeta.Ge

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - რომის სტატუტის ყველა ხელმომწერმა უნდა შეასრულოს ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი


რომის სტატუტის ყველა ხელმომწერმა უნდა შეასრულოს ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციას უკავშირდებოდა.

იუროვამ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის მიმდინარე ქმედებები ადასტურებს რუსეთის განზრახვას, სამუდამოდ გაიყვანოს ეს ბავშვები უკრაინიდან.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირმა უკვე აღიარა ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერის მოქმედება და მიესალმება ყოველგვარ შემდგომ ნაბიჯს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამხედრო დანაშაულებისა და სხვა მძიმე დანაშაულებებისთვის პასუხისმგებელი პირების დაპატიმრება.

ვერა იუროვამ აღნიშნა, რომ ამჟამად ევროკავშირმა სანქციები გამოიყენა 16 პირის მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციასა და იძულებით შვილად აყვანაზე, რომლებიც გაიყვანეს უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...