Jump to content
Planeta.Ge

მედიის ცნობით, კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი სამართალდამცავებს დაუპირისპირდა


კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი სამართალდამცავებს დაუპირისპირდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა კულტურის სამინისტროს მიერ დალუქული შენობის დამცავი ჟალუზები დააზიანეს. მოსკოვის საპატრიარქოს მრევლმა შენობაში შესვლა სცადა, რომელიც დღეს დილით კულტურის სამინისტროს კომისიამ დალუქა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავების ჯგუფმა კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორია უკვე დატოვა. კიევის პოლიციის ინფორმაციით, ამჟამად ინციდენტის იურიდიული კვალიფიკაციის საკითხი წყდება.

უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა, ალექსანდრ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ კომისიამ უკვე მოახერხა კიევ-პეჩერის ლავრის სამი შენობის შემოწმება. კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე მისულმა მოქალაქეებმა სასამართლოს გადაწყვეტილების ჩვენება მოითხოვეს, რომელიც მათ ქმედებას ამართლებს.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...