Jump to content
Planeta.Ge

პარლამენტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა


საქართველოს პარლამენტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კანონპროექტით წესრიგდება მონაცემთა დამუშავების კანონიერებასთან, მონაცემთა სუბიექტის უფლებებთან, მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის ვალდებულებებთან, მონაცემთა საერთაშორისო გადაცემასთან, საქმის წარმოებასთან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვასთან, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან და სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები.

„ჩვენს ეპოქაში ტექნოლოგიურმა პროგრესმა განაპირობა სრულიად ახალი საფრთხეები და წარმოუდგენლად გაზარდა საფრთხეები პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით. დრომ მოიტანა საჭიროება, რომ მოქმედი კანონმდებლობა დაახლოებოდა საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას, ევროპულ სტანდარტებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კანონპროექტის სამივე მოსმენით მიღების შემთხვევაში, ძალადაკარგულად გამოცხადდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ 2011 წლის 28 დეკემბერს მიღებული კანონი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...