Jump to content
Planeta.Ge

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლი“ - „მილანის“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია


ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ შეხვედრაში მიზანს ვერ მიაღწია (1:1) და გათამაშებას დაემშვიდობა. ამის მიუხედავად, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ავტორიტეტულმა საერთაშოროსო საფეხბურთო ანალიტიკურმა გვერდებმა მაინც ქართველი ფეხბურთელი დაასახელეს.

Whoscored-მა კვარაცხელიას 8.2 ქულა დაუწერა, როდესაც გამარჯვებული „მილანის“ შეტევის ლიდერის, რაფაელ ლეაოს თამაში 8.0 ქულით შეაფასა. რაც შეეხება მეორე საერთაშორისო გვერდს, Sofascore-ს, მან ქართველის გრაფაში 7.6 ქულა დაწერა, ხოლო ლეაოს 7.5 ქულა მიანიჭა.

შეგახსენებთ, რომ მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში კვარაცხელიამ ორი საგოლე მომენტი შექმნა, სამჯერ კი თანაგუნდელებს მისი გადაცემით გატანა შეეძლოთ, მაგრამ უშედეგოდ. 82-ე წუთზე ხვიჩამ პენალტი შეასრულა და, სამწუხაროდ, მეკარემ აჯობა.

საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში  „მილანმა“ მოიგო 2:1 (1:0, 1:1) და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...