ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლება სანქცირებული მოსამართლეების ტყვეა, მათზე დგას ოცნების ძალაუფლება და ბუნებრივია, ძალაუფლების ამ ტოტს ნებაყოფლობით არ მოიჭრის
ხელისუფლება სანქცირებული მოსამართლეების ტყვეა, მათზე დგას ოცნების ძალაუფლება და ბუნებრივია, ძალაუფლების ამ ტოტს ნებაყოფლობით არ მოიჭრის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.
როგორც მან აღნიშნა, ოცნებას ფერი არ უცვლია და ისევ აქტიურად მუშაობს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ
"ოცნების დღევანდელი ქცევა არ გამკვირვებია. შეგახსენებთ, ხელისუფლებამ სასამართლოს „გავლენის ჯგუფის“ (ჩინჩალაძე-მურუსიძის) დასაცავად:
როგორც მან აღნიშნა, ოცნებას ფერი არ უცვლია და ისევ აქტიურად მუშაობს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ
"ოცნების დღევანდელი ქცევა არ გამკვირვებია. შეგახსენებთ, ხელისუფლებამ სასამართლოს „გავლენის ჯგუფის“ (ჩინჩალაძე-მურუსიძის) დასაცავად:
- დაარღვია შარლ მიშელის შეთანხმება
- გააჩერა სასამართლოს რეფორმა, უარი თქვა მე-5 ტალღაზე
- ქვეყანას დააკარგვინა ევროკავშირის 75 მლნ ევროს დახმარება
- ლევან მურუსიძე მეორედ აირჩია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში
- რეაგირების გარეშე დატოვა ყოფილი მოსამართლეების და სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის ყველა საჩივარი
- არ შეასრულა ევროკავშირის რეკომენდაციების მე-3 პუნქტი მართლმსაჯულებაზე
- უარი თქვა პოლიტიკური/ელიტური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და შექმნა ფიქტიური ბიურო
- სანქცირების შემდეგ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა სანქცირებულებს - პრემიერი ეახლა „გავლენის ჯგუფს“
ამ ყველაფრის ფონზე, საგამოძიებო კომისიაზე ქვორუმის ჩაგდება სრულიად ლოგიკური იყო - ხელისუფლება სანქცირებული მოსამართლეების ტყვეა, მათზე დგას ოცნების ძალაუფლება და ბუნებრივია, ძალაუფლების ამ ტოტს ნებაყოფლობით არ მოიჭრის.
არ დაგვავიწყდეს, რომ ამ პარტიამ სულ რაღაც ერთი თვის წინ რუსული კანონი დააინიცირა. საგამოძიებო კომისიაზე კვორუმის ჩამგდებმა დეპუტატებმა, სულ რაღაც ერთი თვის წინ სახელმწიფო ინტერესების ღალატს მოაწერეს ხელი. არ დარჩა არაფერი, რასაც არ იკადრებენ. რუსული კანონის უკან გაწვევის შემდეგ, ოცნებას ფერი არ უცვლია, ისევ აქტიურად მუშაობს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ.
რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ კიდევ ერთხელ დავინახეთ ხელისუფლების სახე.
ამ ყველაფერში და კიდევ იმაში, რასაც მომავალში იკადრებენ, მძიმე პოლიტიკური ფასი არჩევნებზე უნდა გადავახდევინოთ.", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.