"სანდრო გირგვლიანის მოსამართლის დასაცავად "ქართულმა ოცნებამ" კვორუმი ჩააგდო, ბრავო!"
პარტია "საქართველოსთვის" წევრები, სოციალურ ქსელში, უმრავლესობის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც, მმართველმა პარტიამ, მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის ნიშნად, რეგისტრაცია არ გაიარა და კვორუმის არარსებობის გამო, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ჩააგდო:
ოცნებამ კვორუმი ჩააგდო. სანდრო გირგვლიანის მოსამართლის დასაცავად ქართული ოცნება / Georgian Dream ბრავო!
დღის პარადოქსი: საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პირველად, ხელისუფლებამ ბოიკოტი გამოუცხადა და რეგისტრაციაში არ მიიღო მონაწილეობა იმ საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცედურას, რომელიც მათივე განცხადებით, უსაფუძვლოდ შეიქმნება და შედეგზე ვერ გავა.
ანუ ხელისუფლებამ, დაიცვა ოპოზიცია პოლიტიკური კრახისგან?!
ჰმ, გჯერათ ხომ?
არც მე.
ჩინჩალაძე-მურუსიძის კორუფციულ სინდიკატს გადაფარებული ქართული ოცნება / Georgian Dream, როგორ უღირსად და სამარცხვინოდ გამოიყურებოდით პარლამენტის დარბაზში, ნეტავ განახათ ობიექტური ადამიანის თვალით.
ირინა ენუქიძეს კიდევ ერთხელ მოკლავდით მორალურად, ცოცხალი რომ იყოს!
- ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას დღევანდელ სხდომაზე კენჭი ვერ უყარა. ამის მიზეზი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გახდა, რომლის ფარგლებშიც დღის წესრიგში არსებული საკითხების განხილვის შემდეგ, კენჭისყრამდე უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს და შესაბამისად ვერ შედგა კვორუმი.

0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.