Jump to content
Planeta.Ge

ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა


ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. ამის შესახებ მისი ე.წ. პრესსამსახური იუწყება.

მათივე ცნობით, დაგეგმილია ბჟანიას შეხვედრები რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მთავრობასთან და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოსთან.

შეხვედრების შესახებ დეტალები არ ვრცელდება.

ცნობისთვის, ბჟანია მოსკოვს თებერვალშიც ეწვია. გარდა ამისა, ის მინსკშიც იმყოფებოდა, სადაც ბელარუსის ლიდერს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...