Jump to content
Planeta.Ge

ირაკლი კობახიძე - რადიკალური ცვლილება გვაქვს - სასამართლო რეალურად დამოუკიდებელია და მოსამართლეები გათავისუფლებული არიან წნეხისგან


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით, დღეს სასამართლო სისტემაში რადიკალური ცვლილებებია.

როგორც მან პარლამენტში საგამოძიებო კომისიის განხილვისას განაცხადა, დღეს სასამართლო პოლიტიკური კონტროლისგან თავისუფალია.

„რადიკალური ცვლილება გვაქვს. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ეს ამხელა ცვლილება. ხომ არ არის ამის მიზეზი ის, რომ გათავისუფლდა პოლიტიკური კონტროლისგან სასამართლო სისტემა. მიზეზი ხომ არა არის ის, რომ სასამართლო არის რეალურად დამოუკიდებელი და მოსამართლეები გათავისუფლებული არიან წნეხისგან. ეს არის რეალობა, რასთან დაკავშირებითაც მინდა დაგისვათ შეკითხვა, რას დაარქმევდით ამას, რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა ხდება 2012 წლის შემდეგ“, - განაცხადა კობახიძემ.

მან 2012 წლამდე არსებული პერიოდი და ამჟამინდელი მდგომარეობა ერთმანეთს შეადარა.

„2012 წლიდან 3-ჯერ შემცირდა წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი საქართველოში. ასევე, 3-ჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში. 5-ჯერ ნაკლებია ჯარიმების მოცულობა, რაც საქართველოს მოქალაქეებს გამოუწერეს. 18-ჯერ შემცირდა გირაოს მაჩვენებელი. 2-ჯერ შემცირდა საგამოძიებო მოქმედებებზე შუამდგომლობები“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავენ.

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...